28 დეკემბერი 2024,   09:22
ვრცლად
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ პრეზიდენტის არჩევნებს, ისევე როგორც ინაუგურაციას, კანონიერი ძალა არ აქვს - სალომე ზურაბიშვილი

"ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, მე ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი ბრიტანულ პოდკასტ "რესთ ის ფოლითიქსთან" ინტერვიუში.

კითხვაზე, რის გაკეთებას აპირებს 29 დეკემბერს, როდესაც მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის შესახებ კვირას გახდება ცნობილი.

"ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან მმართველმა პარტიამ კვირის გეგმების შესახებ კვირას უნდა გაიგოს და არა მანამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ არის ის, რომ პრეზიდენტის არჩევნებს, ისევე როგორც ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ასე რომ ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები