03 იანვარი 2025,   07:54
ვრცლად
თავდასხმა დნიპროს ოლქზე და დრონებით შეტევა კიევზე - უკრაინაში ომი გრძელდება

უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთის თავდასხმის სამიზნე დნიპროს ოლქია. ოკუპანტი ქვეყნის ძალებმა რეგიონის დასახლებები დაბომბეს. ჭურვის ნამსხვრევებით ერთი ადამიანი დაიჭრა, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

დრონებით იერიში განხორციელდა კიევზეც. ფრონტის ხაზზე შეტაკებები არ წყდება. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, სულ 153 შეტაკება განხორციელდა.

კიევმა და მოსკოვმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს. უკრაინაში 189, რუსეთში კი 150 სამხედრო ტყვე დაბრუნდა. ეს ომის მსვლელობის განმავლობაში ტყვეების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაცვლაა, რომელიც მხარეებს შორის შედგა.

დღის ამბები