03 იანვარი 2025,   12:10
ვრცლად
"სიცრუეა, თითქოს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში არ იმოძრავებს" - თბილისის მერია

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს.

"სიცრუეა, თითქოს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში არ იმოძრავებს.

გაცნობეთ, რომ არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ახალი წლის ღამეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო განრიგი არ გახანგრძლივდება.

როგორც ყოველთვის, ახალი წლის ღამეს დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს. გახანგრძლივებული რეჟიმი შეეხება, როგორც მეტროპოლიტენს, ისე ავტობუსებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება.

რაც შეეხება შობის ღამეს, მეტროპოლიტენით მგზავრთა მომსახურება 7 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 7 იანვრის 03:00 საათამდე და მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება", - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში. 

დღის ამბები