დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის აეროპორტში, უამინდობის გამო, შეფერხებებია. ტექნიკური ჯგუფები ასაფრენი ბილიკების თოვლისგან გაწმენდას ცდილობენ, რის გამოც ასაფრენი გზები დაკეტილია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, შეფერხებების გამო, რეისები გადამისამართდა ან მოლოდინის რეჟიმში არიან.
Flightradar24-ის მიხედვით, easyJet-ის რეისი ჰურგადადან, ბოლო თვითმფრინავი იყო, რომელიც მანჩესტერში, ადგილობრივი დროით 05:30 საათზე, ასაფრენი ბილიკის დახურვამდე დაეშვა. აეროპორტმა თვითმფრინავი რამდენიმესაათიანი დაგვიანების შემდეგ მიიღო.
ამასთან, Qatar Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც დოჰადან ასრულებდა რეისს, ბირმინგემში გადამისამართდა - გუშინ, ათზე მეტი რეისის გადამისამართება გახდა საჭირო, მათ შორის, ჰითროუსში, გეტვიკში, დუბლინში, გლაზგოსა და პარიზშიც კი.
Flightradar24-ის ცნობით, მანჩესტერის აეროპორტის ტაბლოზე შეფერხებული რეისების რაოდენობა მატულობს, ამ დროისთვის მხოლოდ ორი რეისია გაუქმებული.