დროებით ოკუპირებული გალის რაიონის, სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა. როგორც ლევან მგალობლიშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, დაღუპული ბავშვების ბებიის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა გაცილებით რთულია სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
გალის რაიონის სოფელში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების ბებიას შეშის ღუმელის დანთებისას ნავთი და ბენზინი აერია. ხანძარმა საცხოვრებელი სახლი მომენტალურად მოიცვა და მცირეწლოვანი ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა.