საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე META-ს გადაწყვეტილებას ეხმიანება, გააუქმოს Fact-checking-ის პროგრამა. შალვა პაპუაშვილის თქმით, დღეს ფეისბუკმა აღიარა, რომ მათთვისაც "ნათელი გახდა, რომ ორგანიზაციები ფაქტების შემოწმებისას პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან".
"წლებია, Facebook-ის მთავარი ცენზორები ნაცმოძრაობის ხელისუფლების თანაშემოქმედები და შემდეგ ენჯეოსექტორში შეფარებული პროპაგანდისტები სერგი კაპანაძე (FactCheck) და თამარ კინწურაშვილი (MythDetector) არიან.
დღეს Facebook-მა აღიარა, რომ მათთვისაც "ნათელი გახდა, რომ ორგანიზაციები ფაქტების შემოწმებისას პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან". აღმოჩნდა, რომ ამ ენჯეობში უცხო ხელისუფლებების მიერ ჩასხმული მილიონები, რომელსაც ასე ღიად გვამადლიან, საბჭოთა სტილის პარტიულ ცენზურაში დახარჯული ფული იყო და Facebook-ი ამ მანკიერ სისტემას აუქმებს.
ამ აღიარებით, ახლა უკვე ყველასთვის ნათელია, თუ რა სქემით აქციეს რადიკალურმა ოპოზიციამ, მათმა ენჯეოებმა და დამფინანსებლებმა ფეისბუკი საქართველოს მოსახლეობის აზრის მანიპულირების მთავარ იარაღად", - წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობსთვის, კომპანია Meta უარს ამბობს ფაქტების შემოწმების პროგრამაზე. "ფაქტჩეკერები იყვნენ პოლიტიკურად ძლიერ მიკერძოებულები და გაანადგურეს უფრო მეტი ნდობა, ვიდრე შექმნეს", - აცხადებს ცუკერბრგი.