დიდთოვლობის გამო, გერმანიის აეროპორტში რეისები გაუქმდა. შეფერხებით მუშაობს მიუნხენის, ფრანკფურტის, შტუტგარტისა და ბერლინის აეროპორტები.
"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, სულ 180 ავიარეისი გაუქმდა.
გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახური ყინვისა და უხვი ნალექის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს.