მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდება.
ლიტურგია 11 საათზე დაიწყება. მრევლი უკვე იკრიბება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს წაიკითხავენ.