08 იანვარი 2025,   07:03
ვრცლად
"ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული განასახიერებს სიყვარულს, იმედს, განახლებას, ნათელი მომავლის რწმენას, მშვიდობას, ბედნიერებასა და სიყვარულს გისურვებთ თქვენს ოჯახებში" - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მართლმადიდებელ მოსახლეობას შობას ულოცავს. 

"გილოცავთ მაცხოვრის შობას.

ყველა ჩვენგანისთვის ძვირფასი ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული განასახიერებს სიყვარულს, იმედს, განახლებას, ნათელი მომავლის რწმენას - ღირებულებებს, რომლებმაც მთელი ჩვენი კულტურა და ისტორია განსაზღვრა და რომლებიც დღესაც წარმართავს ჩვენს ყოველდღიურობას.

შობის ღამეს მშვიდობას, ბედნიერებასა და სიყვარულს გისურვებთ თქვენს ოჯახებში", - წერს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები