09 იანვარი 2025,   08:56
ვრცლად
"ვფიქრობ, საამაყოა, როდესაც სანქცირდები იმისთვის, რომ იცავ შენი ქვეყნის ინტერესებს და მეორე პლანზე აყენებ პირად ინტერესებს" - ლევან მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისთვის დაასანქცირეს.

მისივე განცხადებით საამაყოა, როდესაც ადამიანი სანქცირდება იმისთვის, რომ საკუთარ ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესები დააყენა.

"ბატონი ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მშვიდობისთვისაა დასანქცირებული, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ფაქტობრივად, 3 წლის განმავლობაში ის დე ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფებოდა იმისათვის, რომ შანტაჟის მექანიზმად გამოეყენებინათ ის უზარმაზარი, გაყინული თანხა, რომელიც მან, რა თქმა უნდა, არ გაცვალა იმაში, რომ საქართველოში არეულობა მომხდარიყო.

ეს მას ვერ ვერ აპატიეს. ეს რაღაც "დე იურე" სანქცია იყო ამჟამინდელი ადმინისტრაციის ბოლო "კუდის მოქნევა". ვფიქრობ, საამაყოა, როდესაც სანქცირდები იმისთვის, რომ იცავ შენი ქვეყნის ინტერესებს და მეორე პლანზე აყენებ პირად ინტერესებს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები