07 თებერვალი 2025,   12:59
ვრცლად
ომი უკრაინაში - აფეთქებები იყო დნიპროში და სუმის ოლქში

ბოლო ამბები უკრაინიდან, სადაც ომი ჯერ კიდევ გრძელდება - საჰაერო განგაშის გარეშე არ ჩაუვლია ქვეყანაში გასულ ღამესაც. ის რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში დრონებისა და რაკეტების საფრთხის გამო ჩაირთო. აფეთქებების ხმა ისმოდა დნიპროში.

დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები. უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსული ჯარები დონეცკის, ხარკოვის და ლუგანსკის ოლქში 5 დასახლების მიმართულებით დაწინაურდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ღამის იერიშისას მათ რუსეთის 6 ოლქში 55  უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

დღის ამბები