51 ხმით 50-ის წინააღმდეგ - სენატმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზე Fox News-ის ყოფილი წამყვანი, 44 წლის პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ჰეგსეტი, რომელიც არმიის ვეტერანიცაა, პენტაგონის მუშაობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას აპირებს. დემოკრატები ამ პოზიციაზე მის კვალიფიკაციას ეჭვქვეშ აყენებენ.
დონალდ ტრამპმა ახალი მინისტრების კანდიდატურები სენატს 21 იანვარს წარუდგინა.