23 თებერვალი 2025,   10:18
ვრცლად
"ოპოზიციურ ლიდერებს ვურჩევდი, ძალისხმევა, რომელიც საკუთარი ქვეყნისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ აქვთ მიმართული, უკეთესი საქმის კეთებისკენ მიმართონ" - ვახტანგ ჩოჩია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      "ჩვენმა ოპოზიციურმა ლიდერებმა გაგზავნეს წერილი ევროპის საბჭოში და მოითხოვეს, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო აღიარებული," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა, ვახტანგ ჩოჩიამ განაცხადა.

      "ეს, ცხადია, არის სამწუხარო ფაქტი და მე მათ ვურჩევდი, რომ თავიანთი ეს ძალისხმევა, რომელიც მიდრეკილი არის, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის და შემდგომ, საკუთარი ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ, მიმართონ უკეთესი საქმის კეთებისკენ", - აღნიშნა ვახტანგ ჩოჩიამ.