გურიაში არსებული უამინდობისა და დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
კერძოდ, უქმდება:
24 თებერვალი - ოზურგეთი-თბილისი;
24 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი;
24 თებერვალი - რიონი-ქუთაისი-რიონი;
"შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს.
შესაბამისად, 24 თებერვალს, ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად, უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც.
საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ", - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.