კახეთის რეგიონში, მეოთხე დღეა, უამინდობა გრძელდება. ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თელავში, დილიდან, მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა. შეფერხებულია მოძრაობა ცენტრალურ და საუბნო გზებზე.
ასევე, ამ დრომდე შეზღუდვები ვრცელდება ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ მაგისტრალზე.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გზის გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის დაყრის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს.