07 თებერვალი 2025,   12:48
ვრცლად
ილია ინჯიამ, ვარლამ ლიპარტელიანმა და ნიკა ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს და ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი შექმნეს

ილია ინჯიამ, ვარლამ ლიპარტელიანმა და ნიკა ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს და პარტია "ევროპული სოციალისტების" ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ჩამოაყალიბეს.

როგორც ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის წევრმა ილია ინჯიამ განაცხადა, პოლიტიკური ჯგუფის მისია ჯანსაღი ოპოზიციის ფუნქციის შესრულება იქნება, რომელიც ეფექტურ ზედამხედველობას განახორციელებს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობაზე.

ილია ინჯიას განცხადებით, "ახალი პოლიტიკური ჯგუფის წევრების დამოკიდებულება რადიკალური ოპოზიციის მიმართ დარჩება ისეთივე პრინციპული, როგორიც დღემდეა". მისივე თქმით, "ყველაფერი გაკეთდება, რათა "ნაციონალური მოძრაობის" რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება არ დაუშვან".

დღის ამბები