20 მარტი 2025,   06:15
ვრცლად
პარიზის პროკურატურამ სოციალური ქსელი X-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პარიზის პროკურატურამ სოციალური ქსელი X-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. პროკურატურა ვარაუდობს, რომ მასკის კორპორაცია ალგორითმებით მანიპულირებს. ინფორმაციას პროკურორის ოფისზე დაყრდნობით "პოლიტიკო" ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ უწყებაში სარჩელი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატმა, ერიკ ბოტორელმა შეიტანა, რომელიც ამტკიცებს, რომ "მიკერძოებულმა ალგორითმებმა მონაცემების დამუშავების ავტომატური სამუშაო დაამახინჯა".

დეპუტატის განმარტებით, მასკის პირადი ჩარევა პლატფორმის მართვაში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნების რიგ არჩევნებში, დემოკრატიისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

დღის ამბები