22 მარტი 2025,   19:33
ვრცლად
სპორტის მინისტრი ბაკურიანში ზამთრის სპორტის სახეობების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ბაკურიანში ზამთრის სპორტის სახეობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე, სააგენტოს თანამშრომლები, სამთო-სათხილამურო სპორტის, ტრამპლინიდან ხტომის, ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross-country skiing) მწვრთნელები, სპორტსმენები და ფედერაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ბაკურიანში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებაზე, ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. ასევე, საუბარი შეეხო მწვრთნელებისა და სპორტსმენების საჭიროებებს, ინფრასტრუქტურასა და ეკიპირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ზამთრის სპორტის სახეობებში ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართვასა და ბაკურიანში სპორტული ტურიზმის განვითარებას.

შალვა გოგოლაძემ ყურადღება გაამახვილა ზამთრის სპორტის სახეობებში ბაკურიანის დიდ ტრადიციებსა და ამ კურორტის მნიშვნელობაზე. მინისტრმა ზამთრის სპორტის სახეობების წარმომადგენლებს სამინისტროსგან მხარდაჭერა აღუთქვა.

ამჟამად ბაკურიანი ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს. შეჯიბრებები სამთო- სათხილამურო სპორტში, ბიატლონში, ფრისტაილში, სნოუბორდსა და თხილამურებით რბოლაში მიმდინარეობს.

დღის ამბები