ქუთაისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მდინარე ოღასკურას კალაპოტში რეაბილიტაცია ტარდება. გაფრინდაშვილის ქუჩაზე ამაგრებენ საყრდენ კედლებს და აახლებენ გზას.
2025 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სალიკვიდაციოდ 22 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება. პროექტების მიმდინარეობას ადგილობრივი ხელისუფლება გაეცნო.