20 მარტი 2025,   11:51
ვრცლად
მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის დუბაიში ვიზიტი გრძელდება - საქართველოს პრემიერ-მინისტრს სწორედ დუბაის მმართველმა უმასპინძლა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. დუბაიში ყოფნის მეორე დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს სწორედ დუბაის მმართველმა უმასპინძლა. არაბ კოლეგასთან შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობას. ეფექტური პარტნიორობის კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა "ემაარ ჯგუფთან" გაფორმებული მემორანდუმი, რომლის მიხედვით, საქართველოში 6 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

      საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის წარმატებული პარტნიორობის მაგალითია ასევე - თბილისის მშრალი პორტის პროექტი, რომელიც აბუ-დაბის პორტების ჯგუფის ინვესტიციით ხორციელდება და 2025 წელს დასრულდება. სწორედ აბუ დაბის პორტების ჯგუფის მენეჯმენტმა უმასპინძლა საქართველოს დელეგაციის წევრებს. შეხვედრაზე კომპანიასთან სტრატეგიული-ლოგისტიკური და სატრანსპორტო მიმართულებით სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

      დუბაიში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ანდორის ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის სახელმწიფო სამდივნოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული მმართველობის, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. დღესვე ანრი ოხანაშვილი საამიროების იუსტიციის მინისტრსაც შეხვდა.

      ქართული დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო მთავრობათა სამიტის საქმიანობაში. მათი შეფასებით, მსგავსი პლატფორმები და მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები კარგი შესაძლებლობაა დაინტერესებულ მხარეებს საქართველოში არსებული ვითარება სხვადასხვა უწყებების პირველმა პირებმა გააცნონ.

      2025 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტს დუბაი მასპინძლობს. მე-12 სამიტის პროგრამა ფოკუსირებულია ისეთ თემებზე, როგორიცაა, ეფექტური მართვა, მომავლისა და გლობალური ეკონომიკის დაფინანსება, ადამიანზე ორიენტირებული მომავალი და გლობალური ჯანმრთელობის ტრანსფორმაცია.

      დღის ამბები
      მეტი