
ჯანდაცვის სამინისტროში, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქმედ, სამთო-მომპოვებელ კომპანიებში არსებული მდგომარეობა და დასაქმებულთა დათხოვნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე აღინიშნა, რომ საკითხი კომპლექსურია და არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების წარმადგენლებისგან შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იმსჯელებს პრობლემის გადაჭრის გზებზე და მიიღებს მაქსიმალურად, უმტკივნეულო გადაწყვეტილებას.
კომისიის წევრების განცხადებით, პროცესში, გათვალისწინებული უნდა იყოს დასაქმებულთა შრომითი, ეკონომიკური და სოციალური უფლებები, ასევე - დამსაქმებელთა ინტერესები. სხდომაზე, აღინიშნა, რომ არასწორი მოლოდინების შექმნა დააზიანებს და კიდევ უფრო გაართულებს პროცესებს.