
პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც ირაკლი კობახიძე საუბრობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან, "ქართული ოცნების" უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია, ოპოზიციურ სპექტრში აფასებენ.
როგორც "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, ამერიკა-საქართველოს ამჟამინდელ ურთიერთობებს დიდი ბზარი აქვს, რაც რთული გამოსასწორებელი იქნება.
"ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების სურვილი აჩვენებს იმას, რომ ურთიერთობებს იმხელა ბზარი და გამოწვევა აქვს, რომ ელჩის დანიშვნაც კი ჭირს, იქამდე, სანამ არ იქნება ურთიერთობების ახლებური ფორმა გამონახული, მით უფრო იმის ფონზე, როდესაც სტრატეგიული ურთიერთობების ქარტია არსებობს საქართველოში და ახალ ინტერესებზე გველაპარაკება კობახიძე, რომელიც აბსოლუტურად ბუნდოვანია," - აცხადებს თეონა აქუბარდია.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან სანიკიძე კი ამბობს, რომ "ახალი ურთიერთობების სისტემური გადატვირთვა დასავლურ სამყაროსთან შესაძლებელია მხოლოდ ლეგიტიმური ხელისუფლებით."