18 მარტი 2025,   03:00
ვრცლად
საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე გამოძიების ფარგლებში ჩვენების მისაცემად დღეს "ნეიტრალური საქართველოს" კიდევ ერთი ლიდერი მივიდა - ბრალდების ადრესატები კი პროკურატურასთან თანამშრომლობას არ აპირებენ
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      4 ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად, პროკურატურაში დღეს "ნეიტრალური საქართველოს" კიდევ ერთი ლიდერი მივიდა. საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ლევან ნიკოლეიშვილი რიგით მესამე მოწმეა, ვისი ჩვენებაც საქმის მასალებს დაერთვება. მომჩივანი, საგამოძიებო ჯგუფისგან ჯაშუშური ქსელის გამოვლენას და ბოლო 13 წლის განმავლობაში, ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების რევოლუციით დამხობის გეგმების გამოძიებას ითხოვს. თავად კი დარწმუნებულია, რომ განსასჯელის სკამზე არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღმოჩნდება.

      ოპოზიცია დანაშაულებრივ ქმედებებში შესაძლო მონაწილეობას უარყოფს. ბრალდების ადრესატები პროკურატურასთან თანამშრომლობას არ აპირებენ და ამტკიცებენ, რომ დაწყებულ გამოძიებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

      ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებების გამო, ყველა სავარაუდო დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კი დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო ჯგუფს, შესაძლო რევოლუციურ სცენარში მონაწილე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულება აქვს.

      საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო უწყებამ ჩვენება უკვე ჩამოართვა ნანა კაკაბაძესა და ვატო შაქარიშვილს. 9 საათიანი გამოკითხვის დასრულების შემდეგ ნეიტრალური საქართველოს დამფუძნებელმა არ გამორიცხა, რომ ორი მუხლით დაწყებულ გამოძიებას, დამატებითი კვალიფიკაციაც მიენიჭოს.