28 მარტი 2025,   08:33
ვრცლად
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს - კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ამ წუთებში პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა იმართება. ჯგუფის წევრებმა საორგანიზაციო საკითხები უნდა განიხილონ და შეიმუშაონ დებულება.

      კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი იქნება. რეგლამენტის მიხედვით, თუ კომისიის თავმჯდომარე უმრავლესობიდანაა, კომისიის მდივანი ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს. თეა წულუკიანმა აღნიშნულ თანამდებობაზე სოზარ სუბარი დაასახელა. 

      ჯგუფის შექმნის მიზნად წინა ხელისუფლების პერიოდში პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლა სახელდება. მომზადებული დასკვნა კი, 6 თვის შემდეგ, პროკურატურას გადაეცემა.

      ჯგუფში "ქართული ოცნების" ხუთი, "ხალხის ძალის" ორი, "ევროპელი სოციალისტების" კი ერთი წევრია. ამ დრომდე ვაკანტურია გახარიას პარტიისთვის განკუთვნილი ორი ადგილი.