"სახლი" - ამ სახელწოდების გამოფენა გაიმართა "ბაია გალერეაში", სადაც სამხატვრო აკადემიის სტუდენტის, საბა გელაშვილის 9 აბსტრაქტული ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
როგორც მხატვარი ამბობს, გამოფენის იდეა დაკონკრეტებული არ იყო და დამთვალიერებელს ამის განსაზღვრა თავად შეეძლო.
ეს საბა გელაშვილის მეორე პერსონალური გამოფენაა.