ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევის სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
150 მოსწავლეზე გათვლილი დაწესებულება განათლების მინისტრის მოადგილემ გახსნა.
სკოლაში ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები და სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი.
პროექტი 2 300 000 ლარი დაჯდა.