ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა, თოვს, თუმცა უხვ ნალექს პრობლემები არ შეუქმნია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მუშაობს საგანგებო შტაბი, გაწმენდილია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა, მუნიციპალიტეტს მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი.
შეუფერხებლად მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტიც. ამოქმედებულია ცხელი ხაზი.