ახალსოფელში პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. ადგილზე მინისტრის მოადგილე და დეპუტატები ჩავიდნენ.
780 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად, მოწყობილია ლაბორატორიები, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სააქტო დარბაზი, ბიბლიოთეკა, სასადილო, ღია და დახურული სპორტული მოედნები.
პროექტის ღირებულება 6 300 000 ლარია.