11 აგვისტო 2026,   23:02
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული საბა ჯიქიას პროცესი გაიმართა

საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული საბა ჯიქიას პროცესი გაიმართა. დაიკითხა ექსპერტი, რომელიც ბრალდების მხარის მოწმეა.

საბა ჯიქია რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე 5 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით.

"საქმის არსებით განხილვაზე მტკიცებულებებს ვიკვლევთ, ვინაიდან დაცვის მხარის მიერ ყველა მტკიცებულება მიჩნეულია სადავო მტკიცებულებად. მოგეხსენებათ, რომ მოწმეები იკითხებიან სასამართლო პროცესზე, მათ შორის დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ექსპერტი, რომელმაც ჩაატარა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, კვლევა წარდგენილ ვიდეო კამერაზე და დაადგინა ამ შემთხვევაში კონკრეტულ ვიდეოჩანაწერში ბრალდებულის მონაწილეობა“, - აცხადებს პროკურორი თამარ იაკობიძე.

დღის ამბები