აქტიურად გრძელდება საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით.
ამ დრომდე რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა არ შექმნილა. მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას.
"იწმინდება როგორც ზედა ქალაქთან დამაკავშირებელი გზები, ასევე შიდა საუბნო ქუჩები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. პარალელურად მიმდინარეობს ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა, კოორდინაცია გვაქვს ჩვენი რეგიონისა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან. გაგრძელდება გზების გაწმენდითი სამუშაოები იქამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება", - აცხადებს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური.