აჭარაში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზების გაწმენდის სამუშაოები უკვე დასრულებულია.
რაც შეეხება ხულოს, სასმელი წყალი დაბა ხულოს მოსახლეობას გრაფიკის მიხედვით მიეწოდება. ასევე ყველა აბონენტს აქვს ელექტროენერგია.
არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატიც.