გამოფენა, რომელიც "ქართული თეატრის ოსტატების" ვახტანგ ჭაბუკიანის, ვერა წიგნაძესა და ზურაბ კიკალეიშვილის ცხოვრებას აერთიანებს
01-03-2025 21:42
გამოფენა, რომელიც "ქართული თეატრის ოსტატების" მრავალწლიან შემოქმედებით ცხოვრებას აერთიანებს - ვახტანგ ჭაბუკიანი, ვერა წიგნაძე და ზურაბ კიკალეიშვილი - ბალეტის მოცეკვავეები, რომლებმაც საკუთარი როლებით ოქროს ხანა შექმნეს.
ფოტო მასალები ბალეტებიდან და მოცეკვავეების პირადი ნივთები, ახლა ოპერისა და ბალეტის თეატრის ცისფერ დარბაზშია წარმოდგენილი. მაყურებელი ექსპოზიციასა და ალექსი მაჭავარიანის "ოტელოს" მარტის თვეში ნახავს.