11 აგვისტო 2026,   22:50
ვრცლად
გუდაური მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში - სპორტულ რუკაზე საქართველო კიდევ ერთხელ მოინიშნა

საქართველო სამი დღეა ზამთრის სპორტის სახეობების ეპიცენტრია. გუდაურში მსოფლიო თასის ეტაპები, სკი კროსის დისციპლინაში უკვე დასრულდა. პირველობისთვის 14 ქვეყნის 97 სპორტსმენი ასპარეზობდა.

ბაკურიანი და გუდაური - ამიერიდან, სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით დაგეგმილ შეჯიბრებებს ყოველწლიურად უმასპინძლებს. უკვე 8-9 მარტს, გუდაურში სპორტსმენები ამჯერად სნოუბორდ კროსის დისციპლინაში იასპარეზებენ.

გუდაურის პარალელურად, ზამთრის სპორტის სახეობებში შეჯიბრებები კურორტ თეთნულდზეც იმართება. ფრირაიდის მოყვარულებისთვის, სვანეთი ახლა უკვე მთავარ ადგილად იქცა. 50 გამორჩეული რაიდერი ერთმანეთს პირველობისთვის უპირისპირდება.

შეჯიბრებების მაღალი სტანდარტით ჩატარება, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს მთელი მსოფლიოსთვის კიდევ ერთხელ წარმოაჩენს და ხელს შეუწყობს, ქვეყანაში ზამთრის სპორტის განვითარებას.

 

ავტორი:  თიკო ლობჯანიძე

დღის ამბები