11 აგვისტო 2026,   21:50
ვრცლად
გურიაში, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, საკოორდინაციო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა

გურიაში, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, საკოორდინაციო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც საუბარი შეეხო გზის გაწმენდით სამუშაოებს და აღინიშნა, რომ რეგიონში ცენტრალური და შიდა სასოფლო გზების ძირითადი ნაწილი თოვლის საფარისგან უკვე სრულად გასუფთავებულია.

ამასთან, საუბარი შეეხო სოფლებში გახსნილ მიკროშტაბებს, რომლებიც საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით მარაგდება.

ბოლო მონაცემებით, სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა, წერტილოვან დაზიანებებზე კი აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. 

დღის ამბები