13 აგვისტო 2026,   11:32
ვრცლად
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, "მადრიდის რეალი" "მადრიდის ატლეტიკოს" უმასპინძლებს

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, "მადრიდის რეალი" "მადრიდის ატლეტიკოს" უმასპინძლებს. ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფარგლებში, გუნდები ერთმანეთს მეათედ დაუპირისპირდებიან. ამ წყვილში სტატისტიკა, სამეფო კლუბის მხარეს არის. "რეალის" ანგარიშზე ხუთი მოგება, ორი ფრე და ორი მარცხია. მადრიდულ დერბიმდე გამართულ პრესკონფერენციაზე, კარლო ანჩელოტიმ და ვინისიუსმა მოახლოებული მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"რეალის" სხვა ფეხბურთელების მსგავსად, ოპტიმისტური და საბრძოლო განწყობით ელით ელის ვინისიუსი, რომელმაც დაადასტურა, რომ გუნდის დატოვებას არ აპირებს, შემართებითაა და "რეალს", "ატლეტიკოს" დამარცხებაში აუცილებლად დაეხმარება.

"რეალისა" და "ატლეტიკოს" დაპირისპირება "სანტიაგო ბერნაბეუზე", თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა კი 12 მარტს გაიმართება.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები