დღეს ფილარმონიაში დავით კენჭიაშვილის სოლო კონცერტი გაიმართება სახელწოდებით - დედა ღვთისაა. კონცერტზე შესრულდება ახალი კოლაბორაციები და ტრადიციული რეპერტუარი. დღევანდელი კონცერტით დავით კენჭიაშვილის მუსიკალური ტურნეები აიღებს სტარტს. მაყურებელი, რომელიც ვერ შეძლებს დღევანდელ კონცერტზე დასწრებას საშუალება ექნება მოუსმინოს დავით კენჭიაშვილს ბათუმსა და ქუთაისში.