18 მარტი 2025,   02:27
ვრცლად
9 წელი 9 მილიონის გაფლანგვისთვის - მიხეილ სააკაშვილის მორიგი საქმის მასალებით ირკვევა, რომ ერთ-ერთი, ვინც საბიუჯეტო სახსრებიდან საჩუქარი მიიღო, ენმ-ს ახლანდელი თავმჯდომარეა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა. საქმის განხილვა, რომელსაც მედიაში ხშირად "პიჯაკების საქმეს" უწოდებდნენ და სინამდვილეში დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვას ითვალისწინებდა, უკვე დასრულდა.

      ქვეყნის ბიუჯეტი პირადი ხარჯებისთვის და თან გრიფით საიდუმლო. ის, რასაც მიხეილ სააკაშვილმა წლების წინ გრიფი დაადო, წლების შემდეგ სააშკარაოზე გამოვიდა. ახლობლები, მეგობრები, ოჯახი - ძვირფასი საჩუქრები, მოგზაურობა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, გასახდომი და კოსმეტიკური პროცედურები, ძვირადღირებული ნივთები, მასაჟისტები, მზარეულები - და ეს ყველაფერი ბიუჯეტის ფულით.

      პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალებით ირკვევა, რომ ერთ-ერთი, ვინც საბიუჯეტო სახსრებიდან საჩუქარი მიიღო, თავად "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეა. აიფონი, რომლის ღირებულებაც 1600 ლარს აჭარბებდა, თინა ბოკუჩავას, იმდროინდელმა პრეზიდენტმა აჩუქა.

      მრავალწლიანი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ბოკუჩავა ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა. სასამართლომ დაადასტურა, რომ სააკაშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი არამიზნობრივად გაფლანგა, თუმცა მისი პარტიის თავმჯდომარე დღესაც ამტკიცებს, რომ სახსრები ქვეყნის ინტერესების მიხედვით დაიხარჯა.

      11-წლიანი სასამართლო განხილვა 12 მარტს დასრულდა. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9 წლით პატიმრობა, საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს, თეიმურაზ ჯანაშიას კი ჯარიმის სახით 300 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. მოსამართლემ დასკვნითი სიტყვის დროს დეტალურად ისაუბრა იმ გარემოებებზე, რამაც საბოლოო გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.

      საჩუქრები, ძვირადღირებული ესთეტიკური მედიცინა, მასაჟისტები, ვოიაჟების დაფინანსება მთავრობის ყოფილ წევრებთან, ფრენის ბილეთები მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებისთვის, სწავლის დაფინანსება, უმაღლესი კლასის სასტუმროების მომსახურება - ეს იმ ხარჯების არასრული სიაა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით 2009-13 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

      საბიუჯეტო სახსრებისთვის გასაიდუმლოებულის სტატუსის მინიჭება და შემდგომ პირადი კომფორტისთვის გამოყენება - მმართველი გუნდისთვის სააკაშვილის ხელისუფლების კლასიკური ხელწერაა. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ძალადობრივ მიდგომებთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი სწორედ ელიტური კორუფცია იყო. რის გამოც, მოქალაქეების უმრავლესობამ 2012 წლის არჩევნებზე მათ საბოლოოდ უარი უთხრა.

      მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი 2021 წლის სექტემბერში უკანონოდ გადმოკვეთა, 1 ოქტომბერს კი ის დააკავეს. სწორედ საზღვრის კვეთის საქმე იქნება მეოთხე, რომელზეც სასამართლო განაჩენს სავარაუდოდ ხვალ გამოიტანს. პატიმარი ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებაში რჩება კიდევ ერთი, ტელეკომპანია იმედის დარბევის ეპიზოდი.