28 მარტი 2025,   15:09
ვრცლად
"ევროპა ფულს სესხად აძლევს, ჩვენ კი უბრალოდ ვღვრით ფულს უკრაინაში. ეს უსამართლო სიტუაცია იყო. გავაფორმეთ შეთანხმება იშვიათ მინერალებზე, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გვინდა შევაჩეროთ სისხლისღვრა" - ტრამპი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ ისაუბრა დონალდ ტრამპმა, სახელმწიფო მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინასთან წიაღისეულის შეთანხმებას ხელს მალე მოაწერენ. მისივე თქმით, ახლა შტატები საუბრობს ტერიტორიებზე, დემარკაციის ხაზებზე და ელექტროსადგურების მფლობელობის საკითხზე.

      ტრამპის თქმით, ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებები ძირითადად შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე იყო კონცენტრირებული, განხილული იყო სხვა საკითხებიც, რომლებიც უკრაინასთან სამწლიანი ომის შეჩერებისკენ არის მიმართული.

      "უკრაინას სურს ამ ვითარების მოგვარება, ვფიქრობ, ეს მათთვის აუცილებელია და რუსეთსაც უნდა ამის დასრულება. ჩვენ გვყავს შესანიშნავი ჯგუფი, რომელიც ამაზე მუშაობს. მათი სამუშაო დღის დიდი ნაწილი იმაზე მიდის, რომ გავყიდოთ ის, რაც ფინანსურად გვაზარალებს, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი ფული გვაქვს დახარჯული და ვალი გაგვიჩნდა. იშვიათი მინერალების შეთანხმება თითქმის მიღწეულია, ისინი მალე მოაწერენ ხელს.

      როგორც იცით, ევროპა ამაში ჩვენზე გაცილებით პატარა წილით არის ჩართული, თუმცა ეს მათზე უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე ჩვენზე. ისინი სესხის სახით არიან ჩართული, რაც ჩემამდე არავინ იცოდა. ევროპა უკრაინას ფულს სესხად აძლევს, ჩვენ კი უბრალოდ ვღვრით ფულს უკრაინაში. ეს ძალიან უსამართლო სიტუაცია იყო. ასე რომ, ჩვენ გავაფორმეთ შეთანხმება იშვიათ მინერალებზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გვინდა შევაჩეროთ ეს სისხლისღვრა", - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

      დღის ამბები
      მეტი