30 მარტი 2025,   14:14
ვრცლად
"გამომცემლების ნაწილის არჩევანია, მწერალთა სახლთან და კულტურის სამინისტროსთან არ ითანამშრომლოს, რის გამოც არაერთი კრიზისი შექმნეს" - შორენა შავერდაშვილი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      გამომცემლობა "სეზან ფაბლიშინგის" ხელმძღვანელის, შორენა შავერდაშვილის განცხადებით, უკვე ორი წელია, გამომცემლების ნაწილის არჩევანია, რომ მწერალთა სახლთან და კულტურის სამინისტროსთან არ ითანამშრომლონ, რითაც კრიზისს ქმნიან.

      როგორც შავერდაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, არ შეიძლება ყველაფერი პოლიტიკის დიქტატს ექვემდებარებოდეს და საჭიროა არსებობდეს სივრცეები, სადაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები შეძლებენ მუშაობას.

      "უკვე ორი წელია, გამომცემლების ნაწილის არჩევანია, რომ მწერალთა სახლთან და კულტურის სამინისტროსთან არ ითანამშრომლონ. ამის გამო, მათ არაერთი კრიზისი შექმნეს, იგივე გამომცემელთან ასოციაციაში. მათ დატოვეს ეს ასოციაცია და ახლა ქმნიან ალტერნატიულ პლატფორმას. ბოიკოტში არიან, არ მონაწილეობენ ამ პროცესებში, მიუხედავად იმისა, რომ მწერალთა სახლსაც და კულტურის სამინისტროსაც დეკლარირებული აქვს "ღია კარის" პოლიტიკა. ვთანამშრომლობთ ყველასთან, ვისაც უნდა ჩვენთან თანამშრომლობა. მე, ბოლო 5-6 წელია ამ პროცესში ვარ ჩართული და სულ ასე პოლიტიკა დეკლარირებული. ხომ შეიძლება არსებობდეს სივრცე და პროცესები, სადაც ჩვენ შეგვეძლება, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებმა ერთად ვაკეთოთ საქმე. რა თქმა უნდა, მთავარი პასუხისმგებლობა არის კულტურის სამინისტროზე და პოლიტიკის განმსაზღვრელებზე. მათ უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რომ რაღაც ხიდები გაიდოს და დიალოგი შედგეს, მაგრამ იმდენად მძიმე ფონი და კონტექსტი ახლავს ამას, რომ ეს არ არის უბრალოდ პროტესტში მყოფი საზოგადოება. ეს არის საზოგადოება, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ მწერლები არიან, სიტყვასთან აქვთ შეხება და ძალიან უნდა უფრთხილდებოდნენ სიტყვას და ადამიანურ ურთიერთობას, სისასტიკით, პიროვნული შეურაცხყოფებით გადმოდიან შეტევაზე და პრაქტიკულად არ ტოვებენ ურთიერთობის სივრცეს. არ რჩება ადამიანური ურთიერთობების სივრცე, რათა ჩვენ, შემდეგ ერთად რაღაც საქმე გავაკეთოთ. ეს სივრცეები, სამწუხაროდ, კვდება. ის ხალხი, ვინც წესით უნდა ზრუნავდეს ამ სივრცის გახსნაზე და ვისაც უნდა ჰქონდეს მორალური უპირატესობა, სოლიდარობა ამ სფეროს გულშემატკივრობა, არ უნდა ჩეხავდნენ ამ ხიდებს და პირიქით, მათაც უნდა გადმოდგან ნაბიჯები, რათა ეს ხიდები აშენდეს. არ შეიძლება ყველაფერი დავუქვემდებაროთ პოლიტიკის დიქტატს. რა არჩევანის წინაშევ ავართ? დაველოდოთ და სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა არაფერი აკეთოს?", - განაცხადა შორენა შავერდაშვილი.