
უკრაინაში მორიგი მძიმე ღამე იყო - ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიში დრონებით რამდენჯერმე მიიტანეს. დაშავდა 15 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც.
განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსი. გაჩნდა ხანძარი.
შეტაკებები არ წყდება ფრონტის ხაზზეც. ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის გენშტაბის ცნობით, მხარეებს შორის 200-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა, აქედან თითქმის ნახევარი პოკროვსკის საბრძოლო მიმართულებაზე.