02 აპრილი 2025,   03:58
ვრცლად
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მიზნით, რამდენიმე პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მიზნით, რამდენიმე პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ.

      ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ მუსხელიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობისა და მე-17 სპორტული სკოლის კრივის დარბაზებისა და ადმინისტრაციულ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

      ქალაქში გრძელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების მოწესრიგება. მიმდინარეობს ზვიად გამსახურდიას და ირაკლი აბაშიძის ქუჩებზე მდებარე კორპუსების (მათ შორის ე.წ. "წიგნის სახლის") ფასადების განახლება.