13 აგვისტო 2026,   10:39
ვრცლად
130 წლის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე "ნავარელი ქალი" ბრუნდება

130 წლის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე "ნავარელი ქალი" ბრუნდება.

ოპერა პირველად 1894 წელს, ლონდონში, უელსის პრინცის თანდასწრებით დაიდგა, პრემიერიდან 1 წლის შემდეგ კი, ოპერა თბილისში დაიდგა, თუმცა მას შემდეგ საქართველოში აღარ შესრულებულა.

საუკუნის შემდეგ, ქართველი მაყურებელი მასნეს ოპერას პირველად მოისმენს. პრემიერა დღეს შედგება.

"ნავარელ ქალთან" ერთად, მსმენელი მასკანის "სოფლის ღირსებასაც" მოისმენს, რომელიც საქართველოს სახალხო არტისტის, ცისანა ტატიშვილის ხსოვნას მიეძღვნება.

დღის ამბები