10 აგვისტო 2026,   13:57
ვრცლად
22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა, ინტერპოლმა რუსეთში დააკავა

ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა, ინტერპოლმა რუსეთში დააკავა.

საქმის პროკურორის განცხადებით, ახლა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. რაც შეეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ალი გუსეინოვს, ისიც საერთაშორისო ძებნაშია და ამ ეტაპისთვის მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

22 წლის თამაზ მთივლიშვილი 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს. სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში 5 პირი მიეცა.

დღის ამბები