15 აპრილი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღეა. სკოლებში მანდატურის სამსახური 3 მთავარი კომპონენტითაა წარმოდგენილი. მათი მოვალეობა სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ფსიქო სოციალური დახმარების გაწევა და სპეციალური განათლების მხარდაჭერის ცენტრის მუშაობა. დახმარებას იღებენ როგორც მოსწავლეები, ასევე, სასკოლო ცხოვრებაში ჩართული სხვა პირები.
მანდატურის სამსახურში ეტაპობრივად ინერგება სიახლეები და ტარდება რეფორმები. ბოლო წლებში გაძლიერდა მანდატურის სამსახურის მაღალკვალიფიციური, ფსიქო სოციალური მომსახურების ცენტრი. სრულფასოვანი ფსიქოლოგიური კონსულტაციის მიღება ქვეყნის მასშტაბით, უკვე 11 ცენტრშია შესაძლებელი. შეიცვალა მანდატურების კანდიდატების მოსამზადებელი კურსი.
საიუბილეო თარიღი საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა, რომელიც განათლების მინისტრმა გახსნა. ალექსანდრე წულაძემ მანდატურს სამსახურის წარმომადგენლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
საქართველოში მანდატურის სამსახური 720 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი, სადაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 90% სწავლობს.
ავტორი: კესო ქაფიანიძე