ახლო აღმოსავლეთში ვითარება დაძაბულია. ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. "ცაჰალის" იერიშებს კიდევ 35 ადამიანი ემსხვერპლა. კონფლიქტის ზონაში ისრაელის ძალები სახმელეთო რეიდებს ატარებენ.
განცხადება გაავრცელა გაერომ - დოკუმენტის ტექსტში წერია, რომ 18 მარტს ისრაელი - "ჰამასის" ზავის დასრულების შემდეგ, ღაზაში ნახევარი მილიონ ადამიანს ხელახლა მოუწია იძულებით საცხოვრებელი ადგილის დატოვება. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანის აკრძალვა "ჰამასზე" ზეწოლის მექანიზმად დაასახელა.