20 მაისი 2025,   11:04
ვრცლად
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას სასამართლო სხდომა გაიმართა. ბრალდების მხარის მოწმეები - ექსპერტები დაიკითხნენ.

ნიკა კაციას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. ეს დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დაკავებას საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს.

დღის ამბები