ღაზაში საომარი მოქმედებებია. ისრაელის ძალებმა კონფლიქტის ზონაში მდებარე ერთ-ერთ სკოლაზე იერიში მიიტანეს. სასწავლო დაწესებულება თავშესაფრის ფუნქციას ასრულებდა. აფეთქებას ათი ადამიანი ემსხვერპლა.
მედიის მონაცემებით, ღაზის მთელ ტერიტორიაზე "ცაჰალი" სახმელეთო და საჰაერო სამხედრო ოპერაციებს განაგრძობს, რასაც, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კიდევ 32 ადამიანი ემსხვერპლა.