
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო. რუსთაველის გამზირზე დაკავებულ სტუდენტს, 12 დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას, ბრალდებულის ახლობლების პროტესტი და მანდატურებთან დაპირისპირება მოჰყვა. ლევან ზაზაძე პოლიციამ 21 აპრილს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.