
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. სხდომის დაწყებამდე იყო ხმაური.
სასამართლოში, გრიგოლ ბესელიასა და ირაკლი დგებუაძის მისვლას ამაღლობელის მხარდამჭერების მხრიდან შეძახილები მოჰყვა. ორივე პროკურატურის მოწმეა, ამ წუთებში მიმდინარეობს გრიგოლ ბესელიას გამოკითხვა.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.