ბათუმში, თამარის დასახლებაში, ახალი პარკის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
მოეწყო 2600 კვ.მ ტერიტორია, გაკეთდა სანიაღვრე არხი და ველობილიკი, გარე განათების სისტემა, დაირგო მწვანე საფარი, გაკეთდა დეკორატიული ფილები, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები და სავარჯიშო ტრენაჟორები. მოეწყო საპარკინგე ზონა.
თითქმის დასრულებული სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის მერთან ერთად დაათვალიერა.